თურქეთი

თურქეთში გამოცხადებული სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაზარდეს

trbimg.com

თურქეთში გამოცხადებული სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაზარდეს. საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას საუბარი ამ დრომდეც არაერთხელ ჰქონია.

გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებამ 12 801 სამართალდამცავს ფეთულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო უფლებამოსილება შეუჩერა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ადგილობრივმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციაში გამოძიება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებების 1500 თანამშრომელს მუშაობის უფლება დროებით შეუჩერდა. მათ აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთულა გიულენთან კავშირში ედებათ ბრალი. გარდა ამისა, თურქეთში 20 ტელევიზიისა და რადიოსადგურების დახურვის ორდერიც გასცეს. ეს მედიასაშუალებები ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებაში არიან ბრალდებულები.

კომენტარები