კრიმინალი

წალკაში 32 წლის მამაკაცი დანით საკუთარ სახლში მოკლეს

Getty Images

წალკის რაიონის სოფელ ტბეთში 32 წლის მამაკაცი დანით საკუთარ სახლში მოკლეს. ცხედარს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მკვლელობის დროს სახლში მოკლულის მეუღლე იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლი გადაწვა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შსს-მ აღნიშნული მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ცნობით, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. დაკავებულები ძმები არიან. ერთს ბრალად - განზრახ მკვლელობა, მეორეს კი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ედება. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ეჭვიანობისა და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

კომენტარები