არჩევნები 2016

გოგუაძე: ქართული ოცნების საკრებულოში მოსვლიდან თბილისში 80-ზე მეტი სკვერი გაშენდა

ტაბულა

პარტია ქართული ოცნების ახალი სახე და საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატი ნინო გოგუაძე გადაცემა არჩევანში ამბობს, რომ თვითმმართველობაში ქართული ოცნების მოსვლის შემდგომ თბილისში 80-ზე მეტი სკვერი გაშენდა. როგორც ცნობილია, ის დედაქალაქის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება–კონსერვატორებისთავმჯდომარე იყო.

"თუ წინა პერიოდში 50 სკვერი გაჩეხილ იქნა იმის გამო, რომ კონკრეტული კორპუსების მშენებლობა დაწყებულიყო, მხოლოდ ამ 2 წლის მანძილზე, ჩვენი თვითმმართველობაში მოსვლის შემდგომ, 80-ზე მეტი სკვერი არის გაშენებული. ყაზბეგზე, ვაჟა ფშაველაზე... გარდა ამისა, 300-ზე მეტი სკვერის რეაბილიტაციაა მოწყობილი", - თქვა გოგუაძემ.

კომენტარები