რომის პაპის ვიზიტი საქართველოში

პაპი ფრანცისკე: საქართველოს პატრიარქმა შემძრა, ის ღმერთის კაცია

საქართველოში ორმა რამემ გამაოცა. ერთი თავად საქართველოა. ვერც კი წარმოვიდგენდი ამხელა კულტურას, ამხელა რწმენას, ამხელა ქრისტიანობას. ეს მართლაც რომ მორწმუნე ხალხია, უძველესი ქრისტიანული კულტურის ხალხი, ამდენი წამებულის სამშობლო; და აღმოვაჩინე ის, რასაც არ ვიცნობდი – ის ღრმა ფესვები, საიდანაც მომდინარეობს ქართული რწმენა. მეორე საოცრება კი პატრიარქი გახლავთ. ეს ღმერთის კაცია. შემძრა ამ კაცმა. მასთან ყოველი შეხვედრის შემდეგ გული მღელვარებით მევსებოდა და ვგრძნობდი, რომ ღმერთის კაცს შევხვდი. დიახ, სწორედ ღმერთის კაცს.

რომის პაპმა ფრანცისკემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთევან ქარდავას კითხვას უპასუხა.

კომენტარები