თურქეთი

თურქეთში სასჯელაღსრულების 1500 თანამშრომელს მუშაობის უფლება დროებით შეუჩერეს

Reuters

თურქეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებების 1500 თანამშრომელს მუშაობის უფლება დროებით შეუჩერდა. მათ აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ ფეთულა გიულენთან კავშირში ედებათ ბრალი.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის თქმით, ის თანამშრომლები, რომლებსაც ბრალი დაუმტკიცდებათ, სამსახურს დატოვებენ.

გარდა ამისა, თურქეთში 20 ტელევიზიისა და რადიოსადგურების დახურვის ორდერიც გასცეს. ეს მედიასაშუალებები ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელებაში არიან ბრალდებულები.

შეგახსენებთ, რომ 2 კვირის წინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, ხელისუფლებამ ქურთებით დასახლებული 24 ქალაქის მერი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები