სირიის კრიზისი

აშშ-ის და გერმანიის ლიდერებმა ალეპოს დაბომბვა ბარბაროსობად შეაფასეს

Getty Images

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებმა მთავრობის მიერ ალეპოს საჰაერო დაბომბვას ბარბაროსობა უწოდეს.

მათი თქმით, სირიაში ბრძოლის დასრულებაზე, ყველაზე მეტად, სირიის მთავრობა და მისი მხარდამჭერი რუსეთი არიან პასუხისმგებლები.

ობამა და მერკელი შეთანხმდნენ, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ასი ათასობით ადამიანი ცხოვრობს და მათი ნახევარი ბავშვია, თავდასხმები უნდა შეწყდეს. მათ, ასევე, უნდა შექმნან შესაბამისი პირობები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.

შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა რუსეთის მხრიდან ალეპოში ორი საავადმყოფოს დაბომბვა სამხედრო დანაშაულად შეაფასა.

კომენტარები