კრიმინალი

დღეს ლიბერთი ბანკის კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

Getty Images

დადიანის ქუჩაზე მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. ეს დღეს ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების უკვე მეორე ფაქტია. შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულიხმობს. 

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით ლიბერთი ბანკის გლდანის ფილიალი დააყაჩაღეს. დაყაჩაღების დროს თავდამსხმელმა პოლიციელი დაჭრა.

კომენტარები