ისრაელის ექსპრეზიდენტი შიმონ პერესი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
პერესი თელავივის საავადმყოფოში ორი კვირის წინ ინსულტის დიაგნოზით დააწვინეს და ამ დრომდე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
2016 წლის იანვარში პერესმა გულის შეტევაც გადაიტანა.
შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა. ის ასევე, 2-ჯერ იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი. ასევე, თავდაცვის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრი.
1994 წელს მან პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების გამო, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.





