უკანონო მოსმენები

გვარამია ფარულ ჩანაწერებზე: ამ ტიპის მასალების განხილვა არის სამარცხვინო ამორალობა

რაც შეეხება რუსთავი 2-ის მიერ ფარული, უკანონო, დაუდასტურებელი და არაავთენტური მიყურადების გაშუქებას, რუსთავი 2 ემიჯნება არა მარტო სახელმწიფო გადატრიალების ხსენებასაც კი, არამედ ამგვარი ფორმის მასალასაც და მოუწოდებს სხვებსაც, რომ გაემიჯნონ არა მარტო სახელმწიფო გადატრიალებას, არამედ სამარცხვინოდ და ამორალურად ამ ტიპის მასალების კონტენტის განხილვას. ეს ეხება არა მარტო ტელევიზიებს, არამედ კერძო პირებსაც. ამ ტიპის მასალების განხილვა არის სამარცხვინო ამორალობა და მე პირადად, როგორც ადამიანი, რომელსაც კანონიერად მოპოვებული მასალების კანონიერად გავრცელება დღეს ნამდვილად მიმაჩნია ჩემს და იმ ხელისუფლების უმძიმეს შეცდომად, ვისმენ მორალისტურ დარიგებებს იმ ხალხისგან, ვინც დღეს უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული მასალების შინაარსს სრული სერიოზულობით არჩევს... ჩვენ ვემიჯნებით ასეთი მასალების კონტენტს. ჩვენი გაშუქება შეეხება მხოლოდ ამ მასალების მოპოვების კანონიერებას და პსაუხისმგებლობას იმ პირებისა, ვინც ასეთ მასალებს ამგვარად მოიპოვებს და განათავსებს. ესაა რ2-ის პოზიცია მთელ დარჩენილ წინასაარჩევნო პერიოდში და არა მარტო ამ პერიოდში, არამედ ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით.

რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები