უკანონო მოსმენები

ხოშტარია: ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება

ეს [ფარული აუდიოჩანაწერი] არის მთავრობის მხრიდან ძალიან უნიჭო მანიპულაცია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ცდილობენ რაღაც ისტერიკის შექმნას. ცხადია, ამას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ, ძალა, რომელიც იგებს ამ არჩევნებში, ცხადია, ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მშვიდობიანად და დემოკრატიულად მივიდეთ 8 ოქტომბრამდე და ასე შევცვალოთ ხელისუფლება. ეს მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლება პანიკაშია, ებღაუჭება ძალაუფლებას. ამ ისტერიკის შექმნას არანაირი საფუძველი არ აქვს. საზოგადოებრივი განწყობის აღქმა საერთოდ დაკარგეს, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს მათ მარცხს არჩევნებში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია ტაბულასთან საუბარში, გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ვითომდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები