საჯარო ფინანსები

2015 წლის მანძილზე ნოდარ ხადურის დანამატმა 32 ათასი ლარი შეადგინა

ტაბულა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის მანძილზე ნოდარ ხადურის მიერ აღებულმა ხელფასმა 42.8 ათასი ლარი, დანამატმა კი 32.5 ათასი ლარი შეადგინა. ნოდარ ხადურის ანაზღაურება ჯამში 75 ათასი ლარი იყო. ხადურზე მაღალი ანაზღაურება მიიღო მისმა ოთხმა მოადგილემ. ოთხი მოადგილის შემოსავალი ჯამში 87 ათასი ლარი იყო. ამ მოადგილეების მიერ მიღებულმა დანამატმა 54 ათასი ლარი შეადგინა. 

ანგარიშის მიხედვით სამინისტროში გაცემული ანაზღაურებები იერარქიულ პრინციპს არ ემორჩილება, რადგანაც ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის ანაზღაურება მინისტრის ანაზღაურებაზე მეტია:

  • მინისტრის ანაზღაურება - 75 ათასი ლარი
  • პირველი მოადგილის ანაზღაურება - 72 ათასი ლარი
  • ოთხი მოადგილის ანაზღაურება - 87 ათასი ლარი
  • ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის ანაზღაურება - 78 ათასი ლარი
  • ერთ-ერთი სამსახურის უფროსის ანაზღაურება - 67 ათასი ლარი

სამინისტროს სახელფასო ფონდმა 3.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია.

კომენტარები