სირიის კრიზისი

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ

AFP

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებაზე ვერ შეთანხმდნენ.

სამშვიდობო ზავის შესახებ მოლაპარაკებები ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სირიის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ჯონ კერის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები 23 სექტემბერს განახლდება. კერის თქმით, ოფიციალური ვაშინგტონის ინტერესებში მხოლოდ სამშვიდობო ზავი არ შედის, აშშ-ს ასევე სურს, რომ რუსეთმა მის მიერ მხარდაჭერილ სირიის მთავრობას საჰაერო თავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდოს.

მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, სირიის სამხედრო ძალებმა ქალაქ ალეპოზე იერიში მიიტანეს, თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კომენტარები