ივანიშვილი: არ დამიჯერეს მე, ვერ მოხდა პარლამენტში კვოტების დაწესება

კვოტის დაწესებაც კი გვინდოდა და მე ვთხოვდი თემურს [ჭკუასელს], რომ იქნებ, დაგვეწესებინა კვოტები და მიგვეცა მეტი სტიმული პარტიებისთვის, რომ მეტი ქალბატონები წარმოდგენილიყვნენ პარლამენტშიც და მთავრობაშიც. საერთოდ, მამაკაცი ვარ და სულაც არ მერიდება თქმა, რომ ჩვენ ძალიან გონიერი ქალბატონები გვყავს... იქნებ ის იყოს მიზეზი [პოლიტიკაში ქალთა ნაკლები ჩართულობის], რომ ჩვენ ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია, არ გვიმართავს და აზიურმა გადაგვქაჩა, ჩვენ ევროპის და აზიის გზაგასაყარზე ვართ და შეიძლება, აზიურმა ცოტა მეტი იმუშავა ჩვენში. მე მგონი, უახლოეს დროში გამოვასწორებთ ამას, ბევრს ჰგონია, რომ ბუნებრივად უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ცოტა ხელოვნურად დახმარება არ აწყენდა... არ დამიჯერეს მე, ვერ მოხდა პარლამენტში ეს კვოტის დაწესება, ჭკუასელი ბობოქრობდა, სხვები ეხმარებოდნენ. და ვერ გამოვიდა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე. კითხვა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას ეხებოდა.

კომენტარები