არჩევნები 2016

ივანიშვილი: ენმ-ს დახვეწილი აქვს სიცრუის ტირაჟირება

გუშინ თბილისში, ვარაზის ხევზე ავდიოდი და ვნახე რეკლამა - მელია და ხოშტარია. ერთად ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას - დახვეწილი აქვთ სიცრუის ტირაჟირება, ოსტატურად ცრუობენ. 50 ლარით რეალისტურია, 45 000 სამუშაო ადგილი გაუგებარია, რა დროში და როგორ შექმნიან, მესამე იყო საოცრება - ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან. პირდაპირ ამ ადამიანებზე არ მინდა, ვთქვა, მაგრამ პარტიიდან ძალიან ბევრი რომ კრიმინალი იყო, პოლიტიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ჰპირდებიან საქართველოს მოსახლეობას. ეს არის ის აგრესია, რაც აუტანელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან". ის ამჯერად კახეთს სტუმრობს.

კომენტარები