უკანონო მოსმენები

ბოკერია: სატელეფონო საუბრების მაკონტროლებელი ორგანო უნდა იყოს დამოუკიდებელი

ჩვენი მმართველობის დროს ფარული ჩანაწერების ამ ტიპის გამომჟღავნებები არ მომხდარა საჯარო სივრცეში, მაგრამ ეს არ ანეიტრალებს პრობლემას არანაირად. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ყველამ იცოდა, რომ ასეთი რამე რომ გამომზეურებულიყო, ამას პოლიტიკური რეაქცია მოჰყვებოდა და ეს ადამიანები დაისჯებოდნენ. ახლა, არათუ დასჯის განცდა არ აქვთ, არის სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო ორგანოები ჩართულები არიან ფარული ჩანაწერების გავრცელებაში. მარტო იმის თქმა, რომ პოლიტიკური ნება იქნება, რომ ეს არ გაკეთდეს, არ არის საკმარისი იმიტომ, რომ იმ ორგანოებს, რომლებსაც ევალებათ ფარული თვალთვალი, აქვთ ბუნებრივი მიდრეკილება, რომ ეს გააფართოონ, თუკი არ იციან, რომ ამას ბუნებრივი რეაქცია მოჰყვება, არა მარტო გასაჯაროების შემთხვევებში, არამედ ისედაც. ამიტომ, მათ არ უნდა ჰქონდეთ ამის ინსტიტუციონალური ინტერესი. ჩვენ გეგმაში გვაქვს კონკრეტული წინადადება, რომელიც ეყრდნობა უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ პაკეტს, რომელიც არ მიიღო და ჩააგდო ქართულმა ოცნებამ პარლამენტში. ის ორგანო, რომელიც ფიზიკურად აკონტროლებს, მაგალითად, სატელეფონო საუბრებს, უნდა იყოს დამოუკიდებელი და სასამართლოს ქვეშ და არანაირად არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ ორგანოსთან, რომელსაც აქვს ინსტიტუციონალური, უწყებრივი და თუნდაც, ლეგიტიმური ინტერესი, უთვალთვალოს ადამიანებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია fb live-ში უკანონო მოსმენებზე.

კომენტარები