არჩევნები 2016

კელი: მოხარული ვართ, რომ საარჩევნო კამპანიის ტონი საკითხებზეა ორიენტირებული

ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები აცნობიერებენ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება და იმისათვის, რომ ეს ასე მოხდეს, საჭიროა აბსოლუტურად თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ მოხარული ვართ, რომ კამპანიის ტონი საკითხებზე ორიენტირებულია. ვფიქრობ, რომ ამ კამპანიის მსვლელობა მრავალი კუთხით სამაგალითოა. ჩვენ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდრო კონტაქტს განვაგრძობთ. ვიცით, რომ დაშინების ინციდენტები არსებობს და მთავრობას ჩვენი წუხილი გავუზიარეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვისურვებდი, რომ ამერიკის არჩევნები ისეთივე საკითხებზე ორიენტირებული იყოს, როგორც აქ არის.

აშშ-ის ელჩი იან კელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

კომენტარები