თეორემა

რა ელის საკონსტიტუციო სასამართლოს ?!

საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ეტაპზე ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია - მოსამართლეთა ნაწილის საბოტაჟისა  და საკანონმდებლო შტურმის შედეგად, სასამართლო რუსთავი 2-ისა და გიგი უგულავას საქმეებზე განაჩენის გამოტანას ვერ ახერხებს.

სასამართლოში სიახლეა - როგორც მინისტრი წულუკიანი იტყოდა, ორი ახალი ბათუმელი მოსამართლე გვყავს. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალი ირინე იმერლიშვილი და სამართალმცოდნე გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა. 

კომენტარები