ეს მისი აზრია, რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს სახალხო დამცველიც გააკრიტიკოს, მაგრამ რეალურად, ჩვენ არ ვეთანხმებით ნამდვილად. სახალხო დამცველს აქვს სრული უფლებამოსილება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს სასამართლო მეგობრის პოზიციის მომზადება და წარდგენა. მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესახებ გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ სწორედ ამ საქმიანობას ვახორციელებთ კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი პოზიცია, მე ვფიქრობ, ეს მისი პრობლემაა და არა სახალხო დამცველის. არაერთი იურისტი გაეცნო გაეცნო ამ დასკვნას და მათი მხრიდან, შეფასებები პირიქით, დადებითია.
tbl.ge/1wai
დაკოპირდა

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ე.წ კაბელების საქმეზე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას უპასუხა.
ამავე თემაზე
- "იყო მუქარა, დაშინება, ბავშვის გატაცების მცდელობაც კი" – ე.წ. კაბელების საქმის მოსამართლე
- საია: სტრასბურგმა "კაბელების საქმეზე" სამართლიანი სასამართლოსუფლების დარღვევა დაადგინა
- პროკურატურა განმარტავს, რა ღვაწლისთვის გადაეცა აღლემაშვილს პრეზიდენტის ღირსების ორდენი
- ე.წ კაბელების საქმის პროკურორს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა
- კობახიძე კაბელების საქმეზე: იმ ადამიანებს კაპიკი არ წაუღიათ, საქმე ბოლომდე ვერ გაიხსნა




