კოალიცია ქართული ოცნება

უსუფაშვილი: ვერ ვიქნები დაინტერესებული იმით, რომ ივანიშვილის სიტყვას მოაკლდეს ფასი

მე დღეს ვარ იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის სახელისუფლებო სისტემაზე ერთი კონკრეტული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, როლი და გავლენა არის უზარმაზარი. მე არ და ვერ ვიქნები დაინტერესებული იმით, რომ ივანიშვილის სიტყვას მოაკლდეს ფასი, რომ ის იყოს მძიმე მდგომარეობაში, ისეთ კრიზისულ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანები იწყებენ უფრო მეტი შეცდომების დაშვებას, იმიტომ რომ ეს შეცდომები ძალიან ძვირი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას.

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში.“

კომენტარები