გერმანია

ბერლინის რეგიონულ არჩევნებში ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დამარცხდა

Politico.eu

ბერლინში ჩატარებული რეგიონული პარლამენტის არჩევნებში ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებმა ხმათა 17.6 % მიიღეს და უმრავლესობა დაკარგეს. სოციალურ-დემოკრატიულმა პარტიამ კი, ხმების 21,6% მიიღო. ხმების 14 % მიიღო ულტრამემარჯვენე პარტიამ - "ალტერნატივა გერმანიისთვის", ისინი რეგიონულ პარლამენტში პირველად შევლენ.

Deutsche Welle-ს ცნობით, არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, სოციალ-დემოკრატებისა და ქრისტიან-დემოკრატების მმართველი კოალიცია დაიშლება.

BBC კი აღნიშნავს, რომ მერკელის რეიტინგის დაცემა გასულ წელს მისმა მიგრანტების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ განაპირობა. მერკელის თქმით, გერმანიას მილიონზე მეტი მიგრანტის მიღება შეეძლო. სწორედ ამ განცხადების შემდეგ გაიზარდა პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" რეიტინგი, რომელიც ანტიმიგრანტული განწყობებით გამოირჩევა.

კომენტარები