არჩევნები 2016

პრეზიდენტი დესტაბილიზაციაზე: ყველა პარტიაში არიან თავქარიანი ტიპაჟები

არიან უფრო დალაგებული, მშვიდი მოაზროვნეები, რომლებიც სტრატეგიულად აზროვნებენ და პოლიტიკურ კონტექსტში ხედავენ პროცესს და არიან უფრო თავქარიანები და ერთხელ მე ვახსენე, მოძველბიჭო ელემენტებიც. ეს პროცესი და დინამიკა ყველგან არსებობს და სრულიად შესაძლებელია, ასეთი დინამიკა არსებობდეს დღესაც ამა თუ იმ ჯგუფში. შესაბამისად, მე არ მინდა რომელიმე პოლიტიკურ ძალას რაიმე ბრალდება წავუყენო, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არაერთგვაროვანია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი - არიან ხოლმე ასეთი, თავქარიანი ტიპაჟები - ყველგან არიან და ვერავინ მეტყვის, რომ მათში არ არის ასეთი ადამიანი.

გიორგი მარგველაშვილი გიორგი მღებრიშვილის მიერ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ, მისი თქმით "პრევენციულ" განცხადებაზე, ტელეკომპანია პირველთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები