უკანონო მოსმენები

შარაშენიძე: ჩანაწერებით ქართული ოცნების პასიური ამომრჩევლის მობილიზება უნდათ

ამით ალბათ ხდება ქართული ოცნების პასიური ამომრჩევლის მობილიზება, ყოველ შემთხვევაში ამის მცდელობა არის. შეიძლება, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ არ მუშაობს მეორე დიდი პროექტი, რომელიც დაჯდა რამდენიმე მილიონი, საუბარი მაქვს ხაინდრავას ფილმზე. ფილმს აშკარად არ მოჰყვა ის რეაქცია, რომლის მოლოდინიც ალბათ ჰქონდათ, არ მოხდა მობილიზება იმ აღშფოთებული ხალხის, შედარებით ზომიერი ადამიანების, რომლებიც განაწყენებული იყო თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობაზე და მისცა ხმა ოცნებას, მაგრამ ახლა პასივში არიან და არ წარმოადგენენ აქტივს. როგორც ჩანს, მათი მობილიზების მცდელობა აქვთ.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, კითხვაზე, რამდენად ეფექტურია ქართული ოცნებისთვუს სატელეფონო ჩანაწერებით მანიპულირება.

კომენტარები