უკანონო მოსმენები

ჩუგოშვილი: ჩანაწერის გამავრცელებლის დასადგენად 24 საათი საკმარისი არ არის

თამარ ჩუგოშვილი
რადიო "თავისუფლება"

ქართული ოცნების წევრის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის გამავრცელებლის დასადგენად 24 საათი საკმარისი არ არის.

"ვისგან გავრცელდა ეს ჩანაწერი, სამართალდამცველი ორგანოების დასადგენია. როცა ამბობენ, რომ 24 საათი გავიდა და არაფერია ცნობილი, 24 საათი არცერთი დანაშაულის გამოსაძიებლად არ არის ადეკვატური დრო. ამიტომ, შესაბამისი დრო დასჭირდება სამართალდამცველ ორგანოებს იმისთვის, რომ ამაზე შედეგები დადოს და პასუხები მივიღოთ", - თქვა ჩუგოშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსის ფარული ჩანაწერის გავრცელებიდან 187 დღე გავიდა, თუმცა, სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები