ინდონეზია

კუნძულ ბალისთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა

AP

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, ტურისტულ გემზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ერთი ტურისტი ქალი დაიღუპა, 19 ადამიანი კი დაშავდა.

ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. მათი განმარტებით, აფეთქება საწვავის ავზთან ახლოს მომხდარმა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

აფეთქების დროს გემზე 30 უცხოელი ტურისტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდნენ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, პორტუგალიის, ირლანდიისა და ესპანეთის მოქალაქეები. გარდაცვლილი კი, წინასწარი ცნობებით, გერმანელი იყო.

კომენტარები