უკანონო მოსმენები

ბესელია: ქართული ოცნების ინტერესში არ არის ასეთი საუბრის გასაჯაროება

დღევანდელ რეალობაში, როდესაც ასეთი ჩანაწერი საჯაროვდება, არ არის ხელისუფლების ინტერესი. ხელისუფლება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა გააზრებული, ასე არ მოქმედებს იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ასეთი სატელეფონო საუბარი საჯაროვდება, ცალკე თემაა მისი შინაარსი, ყველა იწყებს პერსონალურ თავდასხმას ინსტიტუტებზე, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურზე, პოლიტიკურ გუნდზე და ა.შ. ამიტომ, ქართული ოცნების ინტერესში არ არის ასეთი საუბრის გასაჯაროება.

 

ქართული ოცნების წევრი ეკა ბესელია ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელებაზე.

კომენტარები