შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ასეთი ზარების მოსმენა მოყვარულებსაც, სუსტ ქვეყნებსაც შეუძლიათ

სხვათაშორის, როგორც ვიცი, ამერიკაში ესაუბრებოდა ერთი მეორეს [ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს]. ასეთი სატელეფონო ზარები რამდენიმე ქვეყანას შეუძლია, მოყვარულებსაც, აი, ყველაზე სუსტ ქვეყნებსაც კი შეუძლიათ მოისმინონ და ეს დღეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. თუ გნებავთ, სხვა სახელმწიფოების შიგნითაც თავისუფლად მოგვისმენენ, არც მაგის პრობლემა არ არსებობს, დღეს ტექნიკა ისე განვითარდა, არავითარი. გამოძიება მიდის, მაგრამ დავადანაშაულოთ ხელისუფლება - არა, უნდა მოვთხოვოთ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ გააკეთოს განმარტებები, არის თუ არა მონაწილე. ეჭვი, კი ბატონო, ეჭვი შეიძლება გვქონდეს, რამეთუ ისევ რესურსებთან არის კავშირში, მათ აქვთ საშუალება, ამის სხვაზე მეტი. მაგრამ ამიტომ დავადანაშაულოთ ხელისუფლება, რომ ეს მათი გაკეთებულია, ასე არ შეიძლება. თან ვინ ადანაშაულებს? ნიკა გვარამია, რომელიც მოსმენების სპეციალისტი იყო. 

 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების შესახებ. ივანიშვილი რეგიონულ მედიას და მოსახლეობას ამჯერად რაჭა-ლეჩხუმში ხვდება.

კომენტარები