შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: არჩევნებზე ენმ-ის საუკეთესო შედეგი ათი დეპუტატია

ასეთი დამოკიდებულება იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში, გაზაფხულზე რომ ვერ ახერხებდნენ გადატრიალების მოწყობას, პირდებოდნენ რომ აი, შემოდგომამდე მოითმინეთ, ამით ამაგრებდნენ გუნდს - "შემოდგომაზე ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ხელისუფლებასო". შემოდგომაზე არ გამოდიოდათ, არ ჰქონდათ რესურსი, ისევ გაზაფხულამდე აიმედებდნენ, რომ აი, გაზაფხულამდე... ეს არის ბოლო შემოდგომა და, რა თქმა უნდა, კუთხეში არიან შეყრილები, ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი მაგათ არ აქვთ, რომ ხელისუფლება აიღონ, 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და მაგათი უკეთესი შედეგი ათი კაცია, შესაბამისად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, უარესი შედეგი შეიძლება მაგათი ისიც იყოს, რომ საერთოდ პარლამენტში ვერ შევიდნენ. ამიტომ, ერთადერთი, რაზეც შეიძლება, აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა, რომ ძალით რაღაც რევოლუცია მოახდინონ და ის კაცი უკრაინიდან დაუფარავად გვმოძღვრავს, თავისუფალი მედიის რუსთავი ორის დირექტორიც ნახეთ, რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს, შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ და ვერაფერსაც ვერ იზამენ, მცდელობა ექნებათ ძალიან დიდი, იქნება პროვოკაციები, ალბათ, მაგრამ მე ვფიქრობ, იქნება უფრო მინიპროვოკაციები, მეტი რესურსი მათ არ გააჩნიათ, თუმცა მთავრობამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს მობილიზაცია, რომ ეს მცირე პროვოკაციებიც თავიდან ავიცილოთ.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციაზე შს მინისტრის და პრემიერის განცხადებების შესახებ. ივანიშვილი რეგიონულ მედიას და მოსახლეობას ამჯერად რაჭა-ლეჩხუმში ხვდება.

კომენტარები