ყურბან-ბაირამი

ბანგლადეშის დედაქალაქის ქუჩები სისხლით არის დაფარული

Twitter: @naidusudhakar

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, სამშაბათს, ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს, დღესასწაულის შემდეგ გადაღებული ფოტოები კი გვიჩვენებს, რომ დაკას ქუჩებში სისხლის "მდინარეები" დგას.

დღესასწაულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ცხოველების მსხვერპლშეწირვაა. რიტუალის დროს ადგილობრივები ათასობით ცხოველს კლავენ და ხორცს კი, ძირითადად, გაჭირვებულებს ურიგებენ.

წელს კი, დღესასწაულს ძლიერი წვიმები დაემთხვა, რამაც რამდენიმე უბანი დატბორა, შემდეგ წყალს ცხოველების სისხლი შეერია და ქალაქში სისხლის "მდინარეები" გაჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ უბნების დატბორვას ხელი ქალაქის გაუმართავმა საკანალიზაციო სისტემამაც შეუწყო.

 

კომენტარები