არჩევნები 2016

შს მინისტრი: სრულ მზადყოფნაში ვართ, უზრუნველვყოთ სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო

facebook.com/miaofgeo

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტს, ემანუელის ზინგერისს და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შსს-ს ცნობით, მღებრიშვილმა მათ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო", - განაცხადა შეხვედრაზე შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულების უზრუნველყოფა, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების დაცვით.

კომენტარები