ისრაელი

შიმონ პერესი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა

AFP

ისრაელის ექსპრეზიდენტი შიმონ პერესი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 93 წლის პერესი ხელოვნურ კომაში იმყოფება. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

2016 წლის იანვარში პერესმა გულის შეტევაც გადაიტანა.

პერესის საჯარო მხარდაჭერა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმაც გამოთქვა.

შიმონ პერესი ისრაელის პრეზიდენტის პოსტს 2007-2014 წლებში იკავებდა. ის ასევე, 2-ჯერ იყო ქვეყნის პრემიერმინისტრი. ასევე, თავდაცვის, ფინანსთა, კავშირგაბმულობის, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრი.

1994 წელს შიმონ პერესი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

კომენტარები