არჩევნები 2016

უსუფაშვილი: ვისურვებდი, ივანიშვილი ჩამოყალიბდეს - ან იყოს ზეპარტიული, ან მხარდამჭერი

ვწუხვარ, ეს არ არის კარგი. ეს არის ცუდი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, როდესაც მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, პოლიტიკური ლიდერი, ბატონი ბიძინა ორი საქმის კეთების მცდელობაში აი, ასეთ, ჩემი აზრით, აუხსნელ განცხადებებს აკეთებს ხოლმე. შეუძლებელია, თან იყო ზეპარტიული, ობიექტური და ყველას და ყველაფრის ობიექტურად განმსჯელი, თან იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი და მელაპარაკებოდე მის უალტერნატივობაზე, მის შეუცვლელობაზე და ა.შ. ვისურვებდი, ბატონი ბიძინა ჩამოყალიბდეს - ან იყოს ზეპარტიული, ობიექტური ექსპერტი, უსუფაშვილიც შეაფასოს და ნებისმიერი სხვა, ან ბრძანოს, რომ ის არის ისეთივე მხარდამჭერი, როგორიც ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილზე.

კომენტარები