არჩევნები 2016

ბურჭულაძე ივანიშვილზე: რა მოვთხოვე ისეთი, რომ მაგას გაუჭირდა?

გულახდილად რომ გითხრათ, მე მაინტერესებს, რა თანხაზე იყო ლაპარაკი. ნუთუ ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა ჩემთვის ფულის მოცემა? კარგად ამიწევია მე ჩემი ფასი, რა უნდა მომეთხოვა მე ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილს... ალბათ, როგორც მეფეებს სთხოვენ, ნახევარი სამეფო მომეცი-მეთქი, 3,5 მილიარდი, ეტყობა. არ ვიცი, როგორ უნდა გიპასუხოთ? რა მოვთხოვე ისეთი, რომ მაგას გაუჭირდა? საინტერესოა, რა თანხაზეა ლაპარაკი.

სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე TV პირველის ეთერში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებზე. ივანიშვილმა თქვა, რომ ბურჭულაძემ თანამშრომლობისთვის "უამრავი ფული" მოსთხოვა.

კომენტარები