თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ხელისუფლების მიერ ქურთებით დასახლებული 24 ქალაქის მერის თანამდებობიდან მოხსნას, შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა.
24-ვე ქალაქის მერი ხელისუფლებამ, ქურთების სახალხო პარტიასთან კავშირის ბრალდების გამო მოხსნა. თანამდებობიდან მოხსნილი მერების ნაცვლად ანკარამ მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირები დანიშნა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქურთების სახალხო პარტია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ტერორიზმით 1984 წლიდან არის დაკავებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთის ქალაქ სურუჩში საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს.
გარდა ამისა, თურქეთში კიდევ 4 ქალაქის მერი გაათავისუფლეს, აღნიშნული პირები ხელისუფლებამ თანამდებობიდან, ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში ბრალდებული ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო გაათავისუფლა.