დღის ფოტო

ქალი, რომელიც ცნობილ ფოტოზე მეზღვაურს კოცნის, გარდაიცვალა

Life magazine

ქალი, რომელიც ცნობილ ფოტოზე მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად მეზღვაურს კოცნის, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 1945 წლის 14 აგვისტოს, როცა ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე ჯორჯ მენდოსას აკოცა, გრეტა ზიმერ ფრიდმანი 21 წლის იყო.

კომენტარები