არჩევნები 2016

აბესაძე: ოცნების შეხვედრებზე ღონისძიებების ჩატარების დრო და სურვილი არ გვაქვს

დანამდვილებით გვინდა ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობის მთლიანი საარჩევნო კამპანია აგებულია ჩვენი პროგრამის პრეზენტაციაზე, პრობლემების მოგვარებაზე საუბარზე, რომელიც მოსახლეობას მოსწონს, ესმის, ეიმედება. სწორედ ამიტომ, ნამდვილად არ გვაქვს არანაირი დრო და სურვილი დავკავდეთ მმართველი პარტიის შეხვედრებზე რაიმე სახის ღონისძიებების ჩატარებით. სწორედ ეს არიც ჩვენ კამპანიებს შორის განსხვავება და სწორედ ეს არის, რის გამოც ქართული ოცნება დასრულდება.

ენმ-ის წევრი ირაკლი აბესაძე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან პროვოკაციები ნამდვილად მოსალოდნელია. მისი თქმით, ზუგდიდსა და ბათუმში ეს გამოიხატებოდა ლანძღავასა და გამოწვევ მოქმედებაში. კობახიძემ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და მომხდარი ინციდენტების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა.

კომენტარები