საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს მოსამართლეებად პრეზიდენტმა იმერლიშვილი და კვერენჩხილაძე დანიშნა

pirveliradio.ge

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე ერთი წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად! შესანიშნავია! ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ", - წერს აბაშიშვილი.

ირინა იმერლიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანია, გიორგი კვერენჩხილაძე კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო. მან პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა.

სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ახალი მოსამართლეები პრეზიდენტმა, პარლამენტმა და უზენაესი სასამართლოს პლენუმმა უნდა დანიშნონ. 

კომენტარები