არჩევნები 2016

სამადაშვილი: პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილის მიერ იმართება, მიუღებელია

თეორიულად როდესღაც კოალიციის საჭიროებას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წითელი ხაზები ყოველთვის გასაგები იყო. პირველ რიგში, მიგვაჩნია, რომ სიმახინჯეა ქვეყნის მართვა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გზით. ეს არის ანომალია ამ ქვეყანაში, რომელიც უნდა დასრულდეს. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ივანიშვილის მიერ იმართება, არ იქნება ჩვენთვის მისაღები პარტნიორი. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი წითელი ხაზი, ეს შეეხება ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას. საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფო, ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და რა თქმა უნდა, ჩვენ პოტენციურად პოლიტიკურ პარტნიორებს მოვიაზრებთ იმ ადამიანებში, რომლებიც იზიარებენ ამ შეხედულებას

ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატი სალომე სამადაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები