არჩევნები 2016

ქართული ოცნების პროგრამა: მედია ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია

ქართულმა ოცნებამ დღეს საარჩევნო პროგრამა წარადგინა. დოკუმენტში პარტია წერს, რომ დღეს საქართველოში მედიასივრცე ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია.

"უზრუნველყოფილია გამოხატვისა და მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. თუ 2012 წლამდე სამივე ეროვნული ტელეარხი ხელისუფლების სრული გავლენის ქვეშ ფუნქციონირებდა, დღეს მედიასივრცე ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია. უზრუნველყოფილია ობიექტური მაუწყებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც 2012 წლამდე მმართველი პარტიის ცენზურის პირობებში ფუნქციონირებდა. ყოფილი მმართველი პარტიის მფლობელობიდან კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა ტელეკომპანია „იმედი", რომელიც დამოუკიდებელ მაუწყებლობას ახორციელებს", - წერია პროგრამაში.

კომენტარები