აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტრამპი: პუტინი უფრო მეტად ლიდერია, ვიდრე ობამა

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სატელევიზიო ფორუმზე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "უფრო მეტად ლიდერია, ვიდრე ობამა".

ტრამპის თქმით, ის დიდ პატივს სცემს რუსებს და პუტინთან, რომელიც "საკუთარ ქვეყანას ძალიან კარგად მართავს, შესანიშნავ ურთიერთობას" ისურვებდა.

ტრამპს პუტინის მიმართ საქებარი განცხადებები აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია. თავად პუტინმა კი, ტრამპს გასულ წელს, ძალიან ნიჭიერი პიროვნება უწოდა.

 

კომენტარები