საქართველოს პარლამენტი

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება

თორნიკე ბარათაშვილი

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება. მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია 13:00 საათისთვის იყო ჩანიშნული.

პლენარული სხდომის გამართვის შემთხვევაში, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უყრის კენჭს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, "საქართველოს პრლამენტის ყველა წევრის, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის კანონიერი მოვალეობაა, ბრძანდებოდნენ აქ". მან იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი ამჯერად მაინც უყრის კენჭს.

კომენტარები