არჩევნები 2016

ხიდაშელი ივანიშვილზე: მან ეგზისტენციალური ომი მოუგო 2011 წლის ბიძინა ივანიშვილს

ერთი ფრაზით რომ შევაფასო მთელი ეს ინტერვიუ, ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა 2011 წლის ბიძინა ივანიშვილი. ეგზისტენციალური ომი მოუგო საკუთარ თავს.... დღეს მან მის მიერვე დაძახებულ ორივე პარტნიორზე [რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებზე] გაილაშქრა, მან ამით თავის თავს ის ბრძოლა მოუგო, რომელიც, როგორც ჩანს, მას შინაგანად ჰქონდა 2011 წლის იმ ღირებულებებთან, რომელიც მის პირველ წერილში იყო და ეს ძალიან სამწუხაროა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარობის კანდიატი თინა ხიდაშელი ნეტგაზეთთან ინტერვიუში. თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც მან ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრები სახელმწიფოებრივად არ აზროვნებენ, საკუთარი პარტიის მიღმა ვერ იხედებიან და ილია ჭავჭავაძესა და ქვეყნის დამპოყრობლებზე არაერთგვაროვანი შეხედულებები აქვთ.

კომენტარები