კრიმინალი

ყიფშიძეზე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Getty Images

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, სროლის შედეგად დაშავებული მხოლოდ ერთი პირი იყო. უწყებისვე ცნობით, პირველადი ინფორმაციით, პროფილაქტიკაში გარდაცვლილსა და თავდამსხმელს შორის შელაპარაკება მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.

ყიფშიძის ქუჩაზე, პროფილაქტიკის თანამშრომელი ცოტა ხნის წინ დაჭრეს. რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პროფილაქტიკაში მისულ მამაკაცს ხელოსანმა უთხრა, რომ არ ეცალა და მას რიგის დაკავება სთხოვა. 

კომენტარები