ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს რესპუბლიკურ პარტიას, 1%-იც არ ეკითხება დღეს, რაც ვნახეთ გამოკითხვებში. ვფიქრობ, ამას აქვს მიზეზი და საზოგადოება საოცრად სწორად აფასებს და რატომ - რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და სრულდება იქ, სადაც მთავრდება რესპუბლიკური პარტია. დანარჩენ სახელმწიფოზე ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაცია და ვიღაც დამპყრობელი არცთუ ისე ცუდი კაცია. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას ადეკვატურად პასუხობს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, რომ საერთო სახალხო საქმეზე და სახელმწიფოზე იფიქრონ. ახერხებენ ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას.
tbl.ge/1v3n
დაკოპირდა

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ამჯერად ის გურიაშია.
ამავე თემაზე
- გოგიჩაიშვილი: კვირიკაშვილი და ძიძიგური დანაძლევდნენ, მოვიგებდი თუ არა არჩევნებს
- ზურაბიშვილი: პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ათეული ცნობილია
- ამომრჩევლებს სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა 3 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ
- კობახიძე: ოპოზიციური პარტიების მიერ დეკლარირებული თანხები დახარჯულზე ნაკლებია




