დიდი ოცეულის სამიტი

დიდი ოცეულის ფარგლებში ობამასა და პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს

Getty Images

ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრა ჩინეთში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს.

შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე იური უშაკოვიც ესწრებიან. აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის უკვე შეხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სირიაში საბრძოლო მოქმედებების კოორდინაცია უნდა ყოფილიყო, თუმცა მხარეები აღნიშნულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკებების თემა ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები