მკვლელობა

შსს: ვაკეში მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულია ერთი პირი

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, მამაკაცის მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ტაბულას შსს-ში უთხრეს.  

ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩის კუთხეში, მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. მის გვარს ტაბულა ოფიციალურ დადასტურებამდე არ ავრცელებს.

შსს ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, სამინისტრო ამ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 

კომენტარები