ზეწოლა ოპონენტებზე

ენმ-ის ვაკის ოფისს თავს დაესხნენ

ელენე ხოშტარია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის #2 ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას ცნობით, ენმ-ის ვაკის ოფისს ღამით თავს დაესხნენ. ხოშტარია საკუთარ Fb-გვერდზე წერს, რომ გატეხილია ოფისის ვიტრინა.

"ჩემს ოფისს ღამე თავს დაესხენ და ვიტრინა გატეხეს. მესმის, რომ ძალადობრივი მეთოდების გარდა ვერაფერს შვებით, ხალხს თქვენ არ უსმენთ და პრობლემებს არ უგვარებთ. ვერც სიტუაციას აურევთ, ვერც კამპანიას აგვირევთ და თქვენი საბოლოო კრახის გარდა ვერაფერს მიაღწევთ. არც გაბედოთ ვაკელებზე დაბრალება. 3 თვეა დავდივარ და ზუსტად ვიცი მომხრე და ოპონენტი მოსახლეობის განწყობაც", - წერს ხოშტარია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, სამართალდამცველები ადგილზე არიან და ვითარებას სწავლობენ.

კომენტარები