არჩევნები 2016

ქანთარია: მოსალოდნელია, ენმ-მ რულოვსს თავი გაუტეხოს და დამკვირვებლები მიუყვანოს

რაც შეეხება იმას, რომ სანდრა რულოვსის ჩართვა დაჭირდა სააკაშვილს, ეს განწირული თამაშია. არც იმას გამოვრიცხავ და მათგან ყველაფერი მოსალოდნელია, რომ სადღაც თვის ბოლოს სანდრა რულოვსს თავი გაუტეხონ თვითონ, დააწვინონ საავადმყოფოში და მიიყვანონ საერთაშორისო დამკვირვებლები. სანდრა რულოვსი მსხვერპლად ჰყავთ. არამგონია, სამეგრელომ მოჩლექილი მეგრულის გამო სანდრას მისცეს ხმა და დაავიწყდეს კასრები და ის უბედურებები, რაც იყო.

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია ტელეკომპანია იბერიის ეთერში.

კომენტარები