თურქეთი

თურქეთში, პოლიციის შენობასთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 8 ადამიანი ემსხვერპლა

Twitter/tahtakuslar

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 8 პოლიციელი ემსხვერპლა, 45-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

დანაღმული მანქანა ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის შენობასთან აფეთქდა, ჩამონგრეულია შენობის ნაწილიც.

ქალაქი ჯიზრე სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, მისი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქურთია.

თურქული მედიის ცნობით, ტერაქტის უკან, სავარაუდოდ, ქურთების მუშათა პარტია უნდა იდგეს.

კომენტარები