არჩევნები 2016

ხიდაშელი: ევროინტეგრაციის და ენერგეტიკის სამინისტროები არ უნდა არსებობდეს

საქართველოს აქვს 18 სამინისტრო, შვეიცარიას 7. არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე შვეიცარიის 7 სამინისტრო. გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც იპარავს ფულს იქიდან, სადაც ქვეყანას უფრო სჭირდება. მცირე მთავრობა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით მთელი ამ ოცი წლის, მათ შორის ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტრო ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი უნდა იყოს. ეს აბსოლუტური აქსიომაა, რომელსაც განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება. ასევე არ უნდა იყოს გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროები.

 

რესპუბლიკური პარტიის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სამინისტროების რაოდენობის შემცირებაზე.

კომენტარები