თურქეთი

თურქეთმა სირიაში ISIS-ისა და ამბოხებული ქურთების პოზიციებზე იერიში მიიტანა

Reuters

თურქულმა არტილერიამ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და სირიაში მოქმედი ქურთი მეამბოხეების პოზიციებზე იერიში მიიტანა.

მოსალოდნელია,რომ უახლოეს მომავალში ანკარის მიერ მხარდაჭერილი სირიელი აჯანყებულები სირიის ჩრდილოეთში შეტევით ოპერაციას დაიწყებენ.

გარდა ამისა, გავრცელებული ცნობებით, თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში თურქების მიერ მხარდაჭერილი 1500-მდე სირიელი მეამბოხე იმყოფება და ჩრდილოეთ სირიაში თავდასხმებისთვის ემზადება.

BBC-ს ცნობით, ეს ყველაფერი პასუხია რამდენიმე დღის წინ გაზიანთეფში ქორწილისას მომხდარ ტერაქტზე, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები